|
2023-12-13 18:16:14, 561 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ ამას მიიღებს საქართველოს პარლამენტი - არის რუსული
"ნაცმოძრაობის" ლოგიკით, ერთი და იგივე კანონი, თუ ამას მიიღებს ევროპარლამენტი, არის ევროპული, თუ ამას მიიღებს საქართველოს პარლამენტი - არის რუსული. უფრო მეტი ლუსტრაცია მათი მავნებლობის და ტყუილების, ბუნებაში არ არსებობს. სიტყვასიტყვით რომ ითარგმნოს ევროპაში რასაც მიიღებენ, ის მაინც "რუსული" იქნება თუ ევროპული? ხომ არ იქნებიან თანახმა [ოპოზიციის წარმომადგენლები], რომ ასეთი კანონი მივიღოთ? მოდით, დავაყენოთ ასე საკითხი, რა პასუხს გაგცემენ ამ კითხვაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროპელების 81%, მათ დემოკრატიულ სისტემებში უცხოურ ჩარევას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და ფარული უცხოური გავლენების გამოაშკარავებას ემხრობა. მისი თქმით, "საქართველოში, დაინტერესებულმა პირებმა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონს "რუსული" უწოდეს, ვინაიდან არ სურთ, საზოგადოებამ იცოდეს, "მდიდარი არასამთავრობოები" ვისგან და რა მიზნით ფინანსდებიან". "რასაც ვაპირებდით ჩვენ, რომ მიგვეღო და "რუსულ კანონად" მონათლეს საქართველოში, სისხლისსამართლებრივი ნორმების დართვით, გამკაცრებული რეგულაციებით იღებს ახლა ევროპარლამენტი. ეს ნიშნავს რეალურად იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ მიზანია გამჭვირვალობა. არ შეიძლება რუსული ყოფილიყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი; პირველზე რომ "რუსულის" ძახება დაიწყეს, მეორე ხომ "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პირდაპირი თარგმანი. შესაბამისად, არც ერთი იყო "რუსული", არც მეორე, არც ეს არის რუსული რა თქმა უნდა, რომელსაც იღებს ევროპარლამენტი, თუ რა თქმა უნდა, ხუმრობით არ მივუდგებით ამ საკითხს. სინამდვილეში, ერთი ამერიკული იყო, მეორე ევროპული იქნება, მაგრამ საქართველოში, ანალოგიური იქნება რუსული, იმიტომ , რომ რაც მათ არ მოსწონთ, არის რუსული. რეალურად, რატომ იბრძვიან იცით? იმიტომ, რომ არავინ იცის, ზუსტად რა პროექტებისათვის, რა ქმედებებისათვის და რა წყაროებიდან ფინანსდებიან. გუშინ დავსვი შეკითხვა, ვინმემ ზუსტად იცის, რომელიმე მსხვილი, მდიდარი "ენჯეო" საიდან და რა მიზნებისათვის ფინანსდება? არ ვიცით." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)