|
2023-12-13 13:45:35, 599 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
ნუგზარ წიკლაური "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ წიკლაურმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელმა მმართველობამ და მისმა მენეჯმენტმა "ძირი საკუთარ ფუნდამენტს გამოუთხარა". მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია, რომლის რიგებშიც საკუთარ თავს მოიაზრებს, დამფუძნებელ ყრილობას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში გამართავს. "მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორია უკვე დამთავრდა - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები, მე ვფიქრობ, რომ ძირი გამოუთხარა საკუთარ ფუნდამენტს, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია. მას შემდეგ, რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპები და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო დამახასიათებელი ამ პოლიტიკური ძალისათვის, მე ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ, ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". დიახ, შეგვიძლია, ასე ვთქვათ, [რომ ვტოვებ ენმ-ს]. ჩვენ ვნახეთ ახლა ის ვითარება, რაც უძღოდა ამ ამბებს. მთელი 9 თვის განმავლობაში, გულწრფელად ვამბობ, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო დევალვაცია იმ ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების, რაც იყო დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". კიდევ ერთხელ ვამბობ, მას შემდეგ, რაც უარყო ამ პოლიტიკურ პარტიაში მმართველობამ საკუთარი პოლიტიკური საბჭო, საკუთარი წარსული, საკუთარი ისტორია, მას შემდეგ, რაც უარყო ათი ათასობით საკუთარი ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიის წევრის პოზიცია... ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ აღარ არ არის არაფერი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა. 5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა, ხოლო 7 დეკემბერს, კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმაც მიიღო. ამავე დღეს, პარტიიდან წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. 10 დეკემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამაც დატოვა. 11 დეკემბერს კი, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ბაჩო დოლიძემ მიიღო.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)