|
2023-12-12 18:43:47, 685 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგებელმა 2023 წელს რაიონში შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა
საბურთალოს გამგებელმა, გიზო ვასაძემ 2023 წელს რაიონში შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა, 65 701 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 9 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამასთან, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება, 19 800 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ტროტუარი და პანდუსები. "მიმდინარე წელს მოეწყო და რეაბილიტირდა რეკრეაციული სივრცეები, ხოლო 122 მისამართზე სკვერების ფრაგმენტული შეკეთება განხორციელდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დიდ დიღომში პარკის მოწყობაა, იოანე პეტრიწის N15ა-ში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორია სრულად გამწვანდა და დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩის N7-ში ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამასთან, მიმდინარე წელს 76 ავტოფარეხისა და 6 უკანონო ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა, შედეგად 4 მისამართზე ახალი დასასვენებელი სივრცე გაჩნდა. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 8 მისამართზე ჩატარდა, დიდ დიღომში, III მიკრორაიონი N8 კორპუსის მიმდებარედ ახალი კალათბურთის მოედანი მოეწყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 148 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, რეაბილიტირდა 96 ლიფტი. საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის, ჯამში, 27 735 802 ლარი დაიხარჯა. პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ღონისძიებას დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები, ასევე, სამოქალაქო საბჭოს წევრები და მოსახლეობა ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)