03:44 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 16:14:51, 738 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - რადიკალური ოპოზიციის ბოტები, მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს

რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი - „სინამდვილეში“ ავრცელებს. 

როგორც გვერდის განცხადებაშია აღნიშნული, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები - საზღვარგარეთ გარბის ისეთი ხალხი, ვინც დაბალი განათლებისაა, არც პროფესია არ აქვს -  დეზინფორმაციული ხასიათისაა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი სახის განცხადება ემიგრანტებთან დაკავშირებით, არასდროს გაუკეთებია".

"რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს. 

სინამდვილეში, აღნიშნული ბანერი და შესაბამისად, ციტატა არის დეზინფორმაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია!"- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics