16:50 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 10:08:30, 737 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 340 650-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 340 650-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 340 650;
  • ​ტანკი - 5 664;
  • ჯავშანტექნიკა - 10 579;
  • საარტილერიო სისტემა - 8 073;
  • სარაკეტო სისტემა - 919;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 605;
  • თვითმფრინავი - 324;
  • ვერტმფრენი - 324;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 6 163;
  • საკრუიზო რაკეტა - 1 596;
  • გემი/ნავი/კატარღა - 22;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 10 650;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 1 170.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics