|
2023-12-12 09:32:12, 622 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეთაური, თავდაცვის მდივანთან ერთად, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და სამხედრო აუდიტორიას სიტყვით მიმართა. "ჩვენ არ დავნებდებით. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და თქვენ შეგიძლიათ, უკრაინის იმედი გქონდეთ. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენზე დაყრდნობა შეგვეძლება",- თქვა ზელენსკიმ მიმართვისას. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს გუშინ, 11 დეკემბერს ეწვია. დღეს, 12 დეკემბერს დაგეგმილია ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა. ბაიდენი უკრაინის ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ეს ზელენსკის შეერთებულ შტატებში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. პრეზიდენტი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)