|
2023-12-11 17:44:42, 651 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ჩვენი ახალი პარტია ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას დაანგრევს
ჩვენს ახალ პარტიას, ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რითაც ეხმაურება NDI-ის კვლევის შედეგებს. როგორც მელია აღნიშნავს, "ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა, დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს კი, ქვეყნიდან წასვლაში ხედავს". "NDI - ს კვლევაზე - ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები. ივანიშვილის წესებით თამაში, აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს. ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში. ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტელად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი - მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ. ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას, ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით. ჩვენი გზა სიმართლის გზაა, სადაც არის სიმართლე, იქ არის ხალხი, სადაც არის სიმართლე იქ არის რწმენა და იქ მოდის გამარჯვება. სადაც სიმართლე და მართალი ხალხის ბრძოლაა, იქ ხდება ცვლილება", - წერს მელია. ცნობისთვის, დღეს, NDI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)