12:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 12:14:59, 810 ნახვა

პოლიტიკა
ბაჩო დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ბაჩო დოლიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ახალი მოძრაობის დროა".

"ვტოვებ "ნაციონალურ მოძრაობას", რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ ნამდვილად ითამაშა თავისი როლი",- ამბობს დოლიძე.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა.

5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა, ხოლო 7 დეკემბერს, კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმაც მიიღო.

ამავე დღეს, პარტიიდან წასვლისა და ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

გუშინ, 10 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამაც დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics