12:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 16:46:20, 927 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა - არა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ გალში მომხდარ ინციდენტზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მიმდინარეობს.

"გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მომქედი "ცხელი ხაზი“.  

იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესი“,- აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლები ფიზიურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics