05:03 - 25 Jul, 2026
|
2023-12-08 23:21:58, 887 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია დაახლოებით 133,4 მილიონი ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. მინისტრთა კაბინეტმა, რუსეთის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს. "ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია. რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს ", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)