12:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 19:03:38, 577 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება

ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

„ეს არის სპეკულაციური განცხადებები, რაც გვესმის ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. თქვენ გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს არა, თუმცა არავითარი კავშირი არავის დაუნახავს ამ ორ საკითხს შორის. წელსაც, არავითარი კავშირი არ არის, ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics