06:22 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 17:33:16, 647 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი - მაქვს იმედი, რომ საზოგადოება მალე იზეიმებს სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას

დასრულდა ბუდაპეშტში ოფიციალური შეხვედრები და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იყო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, ევროპა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშეა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პოზიციური იქნება.

„ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. უნდა აღდგეს ის სამართლიანობა, რაც ერთგვარად, ერთი წლის წინ დარღვეულ იქნა. მაშინაც ვიმსახურებდით, მიუხედავად ამისა, დიდი შრომა ჩაიდო, ყველამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა მივიღოთ სტატუსი. მაქვს იმედი, რომ რამდენიმე დღეში, დეკემბრის შუა რიცხვებში მთელი ჩვენი საზოგადოება იზეიმებს ამ გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული სვლა გაგრძელდება. ჩვენ ერთად ვართ და მომავალშიც უფრო გაძლიერდება საქართველოს პოზიციები ევროპაში, რაც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics