02:46 - 23 May, 2026
|
2023-12-08 16:04:30, 712 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. TASS-ის ცნობით, შესაბამისი თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, არტემ ჟოგამ მიმართა. "მოხარულნი ვართ, რომ პრეზიდენტმა შეისმინა ჩვენი თხოვნა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით, მთელი რუსეთი უჭერს მას მხარს", - განაცხადა ჟოგამ. მედიის ცნობითვე, ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს სრულდება. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)