06:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 10:02:09, 555 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთში ვიზიტით მყოფი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია

უნგრეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღის ბოლოს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ხანგრძლივი აუდიენციის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. 

"ვიცე-პრემიერმა შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას. 

ირაკლი კობახიძემ ჟოლტ შემეინს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics