18:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 18:24:57, 721 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - 2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა გაიზარდა

2022 წლის შემდეგ რუსეთში უცხოური კომპანიების რაოდენობა კი არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, 2022 წლის პირველი მარტის მონაცემებით, რუსეთში 24 000 უცხოური ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული, 2023 წლის პირველ ნოემბერს კი ეს რიცხვი 15 000-ით გაიზარდა.

„დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ზეწოლის მიუხედავად, 2022 წლის მარტის დასაწყისიდან ამ წლის ნოემბრის ჩათვლით, რუსეთში უცხოური კომპანიების, რუსეთში მოქმედი უცხოური სტრუქტურების რაოდენობა არ შემცირებულა. წარმოიდგინეთ, თვითონ გაოცებული ვიყავი, როცა მონაცემები ვნახე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics