|
2023-12-06 16:28:09, 984 ნახვა
საზოგადოება
Liloshop.ge - საუკეთესო ადგილი ნაძვის ხის შესაძენად
თუ გინდათ, რომ ახალი წელი მთელი მისი სიდიადით შეიგრძნოთ, ამ დღესასწაულს აუცილებლად ძალიან ლამაზი ნაძვის ხით უნდა შეხვდეთ. მართალია, მაღალი და „ფუმფულა“ ნაძვის ხე ძალიან ეფექტურია და სადღესასწაულო განწყობაც მოაქვს, მაგრამ პატარა და ლამაზად მორთული ნაძვიც არ ჩამოუვარდება მას არაფრით. თუ სახლში ნაძვის ხისთვის დიდი სივრცე არ გაქვთ, გული არ გაიტეხოთ, შეგიძლიათ დადგათ შედარებით პატარა ზომის ნაძვის ხე, მაგრამ ყველა ოთახში სხვადასხვა დეტალით შეიტანოთ საზეიმო განწყობა. ნაძვის ხის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, რადგან გარდა დიზაინისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი გარშემოწერილობა, ადგილი, სადაც მის განთავსებას აპირებთ, რომ ამის მიხედვით გააკეთოთ სწორი არჩევანი. ძირითადად სამი ზომის ნაძვის ხეს გამოყოფენ: პატარა - 120-150 სმ, საშუალო - 180- 210 სმ, დიდი - 240-270 სმ +. თუ არჩევანს 120 – 150 სმ ნაძვის ხეზე შეაჩერებთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი პირდაპირ იატაკზე დადგმა, ეფექტური არ იქნება, რადგან მთელი სილამაზე დაიკარგება. ამ ზომის ნაძვის ხე აუცილებლად უნდა იდგეს შემაღლებულზე, რომ სრულად იქნეს აღქმული მთელი მისი სიდიადე. რასაკვირველია, დიდი ნაძვის ხე ძალიან ლამაზი და თვალში საცემია, მაგრამ მისთვის დიდი სივრცეა საჭირო, 240 სმ სიმაღლის ნაძვის ხეს თუ შეიძენთ, ჭერის სიმაღლე ხელს უნდა გიწყობდეთ, ავეჯი არ უნდა ფარავდეს, რათა კარგად გამოჩნდეს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მისი მორთვა მარტივი საქმე სულაც არაა, შესაძლოა მორთვა - დაშლისთვის კიბეც კი დაგჭირდეთ, რომ თავიდან - ფეხებამდე შეამკოთ საახალწლო აქსესუარებით. რაც შეეხება, საშუალო ზომის ნაძვის ხეს, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, მოსართავადაც მარტივია, რადგან არ სჭირდება ბევრი სათამაშო, განწყობა მოაქვს და ახალი წლის ჯადოსნურობასაც შეგაგრძნობინებთ. სად შევიძინოთ ნაძვის ხე ხელმისაწვდომ ფასად? მართალია, ინტერნეტი და ფიზიკური მაღაზიები სავსეა სხვადასხვაგვარი, თვალისმომჭრელი ნაძვის ხეებით, მაგრამ liloshop.ge - ამ საკითხში უდავო ლიდერია. ვერცერთი ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზია მას ვერ შეედრება ნაძვის ხეების არჩევანით, რადგან აქ მართლა ყველაზე დიდი ასორტიმენტია. ამასთან, liloshop.ge-ის ნაძვის ხეები მაღალი ხარისხისაა, ფასები მრავალფეროვანი, მაგრამ სხვებთან შედარებით ხელმისაწვდომია. თუ ისეთი ნაძვის ხე მოგეწონებათ, რომლისთვისაც იმ კონკრეტულ მომენტში თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ ონლაინ განვადებით ისარგებლოთ, მიწოდების სერვისი კი 50 ლარზე მეტი ღირებულების შეძენისას, თბილისში, უფასოა.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)