20:19 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:50:57, 693 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ. 

დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 

„34 ოჯახი გავახარეთ. იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და  გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. 3000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების მიზნით წარდგენილი განაცხადის განსახილველად. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics