21:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 12:01:00, 644 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება

​თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის დედაქალის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბაღში საკმაოდ პრობლემური მდგომარეობაა და კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არაა.

„ილიას ბაღის ტერიტორია იჯარით არის გადაცემული. 2011 წელს მოხდა მისი გასხვისება 49 წლის ვადით. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. უამრავი წერილი და შეტყობინება შემოდის და ისმევა კითხვები, რატომ არ აწესრიგებს ამას მერია. ჩვენ ამისი უფლებამოსილება არ გვაქვს, რადგან ბაღი კერძო საკუთრებაშია. წინა სხდომაზე ვიცე-მერს დავავალე, რომ შეხვედროდა ამ კომპანიის წარმომადგენელს და დალაპარაკებოდა. თუ ისინი არ და ვერ ჩაატარებდენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდებოდა და ტერიტორია დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, ილიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

„შეხვედრის შედეგად, მოხდა შეთანხმება და კომპანია მთლიანად მოაწესრიგებს ილიას ბაღს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას თანამშრომლობისთვის. ზოგადად, მივესალმები ამ დამოკიდებულებას. მსგავსი პროექტების განხორციელებაში ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics