03:15 - 23 May, 2026
|
2023-12-05 19:37:36, 735 ნახვა
მსოფლიო
ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში, ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, 12 დაშავებული მთამსვლელი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო სამაშველო სამსახურს მუშაობაში ხელს ხშირი ვულკანური ამოფრქვევები უშლის. "მარაპი ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია. ჩვენ ვერ ვხედავთ ამოფრქვევის სიმაღლეს, რადგან ის ღრუბლებით არის დაფარული", - განაცხადა მარაპის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, აჰმად რიფანდიმ. ცნობისთვის, კუნძულ სუმატრაზე მდებარე ვულკან მარაპის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1979 წელს მოხდა, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)