12:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 19:07:58, 545 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ოდიშარია - ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

ოდიშარიას თქმით, "ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს".

"მე მესმის ამ პარტიის წევრების. რასაც დასთეს იმას მოიმკი. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

"ბათუმის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტია ზუგდიდშიც დატოვეს. პარტიას ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის 17 წევრი გამოეყო", - ნათქვამია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics