|
2023-12-05 16:37:00, 631 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა. “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა. სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები იძულებით გადაადგილებულმა 34-მა ოჯახმა მიიღო და შენობა, როგორც დევნილთა საცხოვრებელი ობიექტი ოფიციალურად დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება, საიდანაც ერთ-ერთი ოჯახი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. ასევე, შენობაში ცხოვრობს დევნილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. შენობაში მყოფ კიდევ ერთ ოჯახს კი, საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია. შესაბამისად სახელმწიფოს აღნიშნული ოჯახების უპირობო განსახლების ვალდებულება არ გააჩნია. ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 720 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსონ და მათი საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად დახურული ობიექტიდან შევსებული განაცხადი არ განიხილება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)