07:35 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 15:09:58, 677 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა წევრმა პარტია დატოვა.

ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"პარტიაში მიმდინარე მოვლენებმა, როდესაც ჩვენ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ერთამენთისკენ მიმავალი გზები გამოგვენახა იმიტომ, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული პრინციპებით მართვა და ამისთვის ვტოვებთ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ეს არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ვილაპარაკეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე",- განაცხადა პარტიის ყოფილმა წევრმა, მაია კალანდიამ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა პარტია ასევე დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics