|
2023-12-05 10:43:38, 1335 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი სოფელ დღვანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
შუახევის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება - შუახევის მერიის ცნობით, ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა სოფელ დღვანში დასრულების ეტაპზეა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. "პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
შენობა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის განთავსება. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 268 000 ლარამდე დაიხარჯება. ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 2024 წლიდან მიიღებს, რომელიც გათვლილი იქნება ორ შერეული ასაკის მქონე ჯგუფზე. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს მახალაკიძეების ბაგა-ბაღზე. ამ ეტაპზე შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო და დამონტაჟდება ატრაქციონები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)