|
2023-12-04 13:25:38, 763 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში - ყველას ყველაფერი მოეკითხება
აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის - ყველა ზეპირად ვიცი,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გახარიას თქმით, ყველას ყველაფერი მოეკითხება. "საქართველო პატარა ქვეყანაა. არ შეიძლება თორმეტი წელი სარგებლობდე ხალხის ნდობით და გაცვითო ეს ნდობა. ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას… ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ იმას ფიქრობენ როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ... ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი - გაფუჭებული. აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის! ყველა ზეპირად ვიცი! ვიღაც ძალიან მდიდრდება, ვიღაც კი ქვეყნიდან გარბის. მე რატომ არ მეშინია, ან რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა? იმიტომ, რომ ვერაფერს დამაბრალებენ, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ყველას ყველაფერი მოეკითხება... "ოცნებამ" არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, ძალიან ცოტა ხალხს უნდა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებს უნდა, რომ "ნაცები" დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. "ოცნების" მთავარი ამოცანაა, შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. მათი ისტერიკა გაიზრდება, ათას სისულელეს დაგვაბრალებენ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დიდია ისტერიკა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან!“- განაცხადა გახარიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)