|
2023-12-02 16:31:33, 708 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების კეზერაშვილთან ვიზიტზე - არ იქნება გახარებული იმ მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ლონდონში ჩაუტანენ
დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული იმ მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ლონდონში ჩაუტანენ, ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის დავით კეზერაშვილთან, ლონდონში ვიზიტს. ცაგარეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული არჩევნების წინ „თავზარდამცემი სისწრაფით“ განაგრძობს დაშლას, რის გამოც, სავარაუდოდ, მთავარმა სპონსორმა, კეზერაშვილმა, პარტიის ლიდერები დაიბარა. „ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ამას მგონი, ყველა ვხედავთ, ეს არ იმალება, სააშკარაოზეა გამოტანილი. თავზარდამცემი სისწრაფით იშლება პარტია და ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული არჩევნების წინ, რაც ერთი ასად ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი პოლიტიკური ლიდერების მდგომარეობას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიბარა თავისთან ეს ადამიანები მათმა მთავარმა სპონსორმა. რა თქმა უნდა, ჩაიბარებს მათგან ანგარიშს, დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ჩაუტანენ ლონდონში. კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება მოვლენები ამ ე.წ. პარტიაში, რაც ვფიქრობ, ლოგიკური დასასრულია იმისი, რასაც ეს ადამიანები ორი ათწლეულის მანძილზე აკეთებდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად, ნათქვამია რასაც დასთეს იმას მოიმკიო, თესავდნენ ბოროტებას და საბოლოო ჯამში, მიიღეს ბოროტება. ნამდვილად არ დამწყდება გული, თუ ეს ავაზაკთა გაერთიანება, რომელსაც თავის დროზე ვიღაცამ პარტია დაარქვა, ამ ფორმით, ტანჯვით დაიშლება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე დაიშლება ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მალე გათავისუფლდება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი იმ მარწუხებისგან, რომელიც სააკაშვილმა თავის ავაზაკებთან ერთად დაადო სრულიად ქართულ ოპოზიციას,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)