|
2023-12-02 15:40:11, 672 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - „ნაცმოძრაობად“ წოდებული კომუნისტური პარტია, არ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში
ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ არის მწვერვალი, ჩვენთვის მწვერვალი იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესის წარმოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ოდიშარიას თქმით, მისასალმებელია „კონსტრუქციული ოპოზიციის“ მზაობა, ჩაერთოს ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულების პროცესში. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ შედის. „მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც როგორც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესში იყო აქტიურად ჩართული, ახლაც დააანონსა, რომ შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც არა მხოლოდ მიმდინარე წელს მოიცავს, არამედ გაწერილია 2024 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებულს, რომელიც ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიშალა და ეს ეპითეტებიც მათთვის ზედმეტია, იმიტომ, რომ ფრჩხილადაც არ ღირან იმ ბოროტი გენიების, რომლებიც წარმოადგენენ ბოლშევიკებს და მენშევიკებს. რა თქმა უნდა არ ჩაერთვებიან [9 დათქმის შესრულების პროცესში], დაიჯერეთ, ადამიანებო, მეტი როგორ გითხრათ, არ სურთ, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არ სურდათ ვიზალიბერალიზაცია მოგვნიჭებოდა. მათ საერთოდ არაფერი სურთ, ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა - ამაზე იდგენენ და ამ ზნეს და ამ ჩვეულებას ისინი ვერ მოიშლიან. შესაბამისად, იქნება ეს 9 დათქმა, 12 რეკომენდაცია თუ სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ მიზანი იქნას მიღწეული, ამ ხალხს მორიელსაც ვერ შეადარებ, კუს რომ გადაჰყავს მეორე ნაპირზე. ეს ხალხი არიან მავნებელი სამშობლოს მტრები“,- განაცხადა ოდიშარიამ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)