13:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 13:00:15, 713 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, პუტინისტებს დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს ნუ მივცემთ

ერთმანეთზე თავდასხმა, შეურაცხყოფა და დაყოფა არ არის ის, რაც დღეს ჩვენ ხალხს, საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის განცხადებით, "რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, იმ ადამიანების დაპირისპირება, ვისაც საერთო ღირებულებები აქვთ, დიდი შეცდომა და დანაშაულია".

"რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი პოზიციის გარჩევა და სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფა. უმნიშვნელოვანესია, ყველას ესმოდეს, რომ რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, დამატებით იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც რეალურად საერთო ღირებულებებზე და ერთ მხარეს ვართ, დიდი შეცდომა და დანაშაულია.  

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს. ყველა ჟურნალისტს აქვს უფლება, ჰქონდეს მისი პოზიცია, იყოს კრიტიკული და დასვას ყველა ის კითხვა, რაც აქტუალურია და აინტერესებს.  

პოლიტიკურ საკითხებს გავარკვევთ, გავარჩევთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ პოლიტიკოსები.  გარკვეულმა განსხვავებებმა არ უნდა დაგვაშოროს და დაგვაზიანოს საერთო მიზნისკენ სიარულში, ეს მიზანი კი მკაფიოა - საქართველოს ევროპული მომავალი. მე ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ხალხთან, ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ საპასუხოდ და შესაბამისად მედიების, ჟურნალისტების უმრავლესობას მოეხსენება, რომ ყველა ჯერზე ვცდილობ ამომწურავად ვუპასუხო ყველა დასმულ შეკითხვას. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ერთმანეთს, თავს არ დავესხათ ჟურნალისტებს მათი პოზიციის, შეკითხვის თუ ინტერპრეტაციის გამო. ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ",- წერს ლევან ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics