|
2023-11-30 10:15:53, 599 ნახვა
მსოფლიო
CNN - „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. "მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებაზე",- ნათქვამია კატარის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო. 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა. მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)