09:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 16:28:49, 772 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - უკრაინის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, "რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ".

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული. რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ! ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics