|
2023-11-29 10:13:23, 617 ნახვა
საზოგადოება
ჭაჭუნას ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
ჭაჭუნას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვამ დაათვალიერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჭაჭუნას აღკვეთილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება „საბუკოს“ (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) პროექტის „ჭაჭუნას აღკვეთილში ბუნების კონსერვაციაზე ორიენტირებული ვიზიტორთა მომსახურების სერვისების შექმნა და განვითარება“ ფარგლებში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ჭაჭუნას ეროვნულ პარკში მოეწყო ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯები, კემპინგებსა და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები, ასევე ფრინველთა კვების სადგური, რომელიც იშვიათი სახეობებისთვის საკვების მიწოდებასა და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. „ახალი პროექტი ითვალისწინებს ჭაჭუნას აღკვეთილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ჰაბიტატების აღდგენას, კონსერვაციას და ეკოტურისტული მიმართულების განვითარებას. პროექტის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია, რომელიც ჭალის ტყის თვითგანახლებას უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტები სრულ თანხვედრაშია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების განვითარების პოლიტიკასთან. ანალოგიური პროექტები დაგეგმილია სხვა დაცულ ტერიტორიებზეც“, - განაცხადა იური ნოზაძემ. აღსანიშნავია, რომ ახალი ეკოტურისტული სერვისები დამატებითი შემოსავლის წყაროა როგორც დაცული ტერიტორიისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც უფრო აქტიურად ჩაერთვება ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოს“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)