|
2023-11-28 14:29:45, 645 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება - თუ საზოგადოება თავის თავში დარწმუნებულია, ის თავისას მიაღწევს
მთავრობა, ლიდერები მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, ის მიაღწევს თავისას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ყვარლის ევროკლუბის" დაარსების 4-წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეუერთდნენ. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "საქართველო ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა და თავისი იდენტობა". "მთავრობა, ლიდერები მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია და საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა და შეიძლება რაღაც პერიოდებში არ იყო რაღაც ცენტრალური მმართველობა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი ძალები, რომლებიც გადაურჩნენ, ზოგჯერ შეეგუვნენ ძალიან რთულ პირობებს, მაგრამ ზოგჯერ ერთობლივი იყო ეს გზა და ერთობლივი იყო ის გზა რაზედაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ. მინდა დღესაც ვთქვა როცა აქ, ილიასთან ვდგევართ და რეალურად ვიცით, თუ რა ფასი აქვს მის მოღვაწეობას და მის ნაკარნახევ გზას; ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, აზიარებდნენ ცოდნას, აზიარებდნენ იმას, რაც არის ამ ქვეყნის კულტურა, და ამ ქვეყნის იდენტობა. ჩვენ არა მხოლოდ ილიას დაბადების ქალაქში ვართ დღეს, ასევე ძალიან ახლოს ვართ იყალთოს აკადემიასთან, რომელიც ამ რეგიონისათვის ცოდნისა და რწმენის კერააა. ესეც ჩვენი იდენტობაა. და როცა თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ, [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელია, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძველბზე. ამიტომ, მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ რაც შეგვიძლია თქვენს გვერდში ვიდგებით. მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ მონაწილეობთ იმ კამპანიაში, რომელიც კიდევ გავიმეორებ - არ არის ჩემი კამპანია ჩემი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ჩვენი, თქვენი კამპანია, რათა ხელი მოვაწეროთ და ვთქვათ ხმამაღლა - "ჩვენი ხმა ევროპას”. ეს მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ ეს საზოგადოება ამაში მაინც არის ერთიანი, რომ ეს საზოგადობა ამ საკითხში ძლიერად დგას და სწამს ამ მომავლის. და მე ვხედავ აქ ახალგაზრდების თვალებში, რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი მომავალი და მე ამის მჯერა!“- განაცხადა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, რომელსაც ამერიკის ელჩი, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)