|
2023-11-28 09:32:51, 689 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ბლინკენი ისრაელის გარდა, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებსაც ეწვევა. "ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტისას, ენტონი ბლინკენი განიხილავს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, ასევე მცდელობებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ღაზაში ისრაელის ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარებას",- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის რიგით მესამე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქვეყანაზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო. ბლინკენი ისრაელში პირველად 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)