|
2023-11-27 14:49:27, 641 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მთავრობის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრული იყო და შემადგენელი ნაწილია 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილი აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. „მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3:00 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარლამენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, ე.წ 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას მოვიწონებთ, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ამიტომ, ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი ყველას საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული ამ 9 ნაბიჯში, ამ 9 ნაბიჯის მიხედვით არის გათვალისწინებული",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 52 გვერდისგან შედგება და ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს. ამასთან, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს, EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაცია მაშინ იტყობინებოდა, რომ სხდომაზე კომისიის წევრებმა "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე".
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)