|
2023-11-25 12:56:20, 3410 ნახვა
სპორტი
ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბათუმის „დინამო" სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებს გამარჯვება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირადად მიულოცა. "ყველა ბათუმელს და ბათუმის დინამოს გულშემატკივარს მინდა მივულოცო გამარჯვება. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ჩემპიონობა ჩვენი გუნდის 100 წლისთავს დაემთხვა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ 4 წელიწადში უკვე მეორედ გვეზეიმა ჩემპიონობა. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, გუნდის მესვეურებს. შემიძლია ვთქვა, რომ გამარჯვების ისტორია, რომელიც დაწერა ბათუმის დინამომ, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ წინ გვაქვს თასის ფინალი. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ძალიან ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ ბათუმის დინამოს დავეხმაროთ მის შემდგომ განვითარებაში, რომელიც იქნება ევრო-ტურნირებზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო "შავი ზღვის პირატებს", რომლებიც ყოველ თამაშზე როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე ჩვენს გუნდს ამხნევებენ და ჩვენი გუნდი გამორჩეულია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ყველგან თავისი ბრძოლისუნარიანობით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმის დინამომ ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელები ქვეყნის ჩემპიონები პირველად 2021 წელს გახდნენ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)