10:46 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 20:21:06, 979 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ენმ-ში ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნეს-წილები ამძიმებთ, რომ რეალურ ბრძოლაში ჩაერთონ

რაც პარტიაში ხდება, ესაა „კვიპროსის კლუბის“ გადაწყვეტილებები, მერე, როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნეს-წილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში".

„სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნეს-წილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია.

არა, არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად: ხალხი, ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი ხალხი, რომელიც ბუნებრივად აღმოჩნდა მეორე მხარეს, გარიყული და პოლიტსაბჭოდან გარიცხული“, - აღნიშნავს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics