|
2023-11-24 14:18:13, 928 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ერაყსა და სირიაში ამერიკულ ძალებზე თავდასხმები განხორციელდა
ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებზე თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ამერიკულ ძალებს თავს ოთხჯერ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ. როგორც Reuters-ი წერს, აშშ-სა და საერთაშორისო ძალებზე იერიში ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ორ ადგილას, ერაყში, ბაღდადის დასავლეთით მდებარე აინ ალ-ასადის საავიაციო და ერბილის აეროპორტის მახლობლად განლაგებულ ბაზებზე მიიტანეს. თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაცია არც ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამური წინააღმდეგობის" ძალებმა აიღო. Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მა ბაღდადის სამხრეთით ირანთან დაკავშირებული „კატაებ ჰეზბოლას“ შეიარაღებული ჯგუფი დაბომბა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)