|
2023-11-24 12:46:37, 756 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ვიწონებ კონცეფციას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“
ვიწონებ კონცეფციას, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი "ლელო საქართველოსთვის" ინიციატივასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიის მიერ წარდგენილ დერუსიფიკაციის კონცეფციას "მთლიანად ეთანხმება". "მთლიანად ვეთანხმები "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რამე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა. რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. "გამარჯვების კოალიციამ" უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ, ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, "ლელომ" რამდენიმე დღის წინ სახელწოდებით, "საქართველოს დაცვის აქტი“ 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)