|
2023-11-23 19:54:24, 710 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა
ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სეიმის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ლატვიის სეიმი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინისა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარი მათაც დაუჭირონ. “ლატვიას აქვს სპეციალური პასუხისმგებლობა, რომ ევროკავშირში მის პარტნიორებს შეახსენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაძლიერება იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც თავისუფლების, დემოკრატიის, კანონისა და ადამიანების უფლებების გვერდით დგანან. მიუხედავად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მიმდინარე ჰიბრიდული ოპერაციებისა მოლდოვაში, ამ ქვეყნებმა უდიდესი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოებულიყვნენ როგორც ღირებულებებით, ისე მმართველობით. სეიმის განცხადება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მესიჯს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის", - განაცხადა ლატვიის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედმუნდ ჩეპურტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)