|
2023-11-23 19:37:33, 658 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მძევლებს დავაბრუნებთ, თუმცა პროცესი გამოწვევების გარეშე არ მიმდინარეობს
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მძევლებს დავაბრუნებთ, თუმცა არის გამოწვევები, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კემერონთან შეხვედრის დროს განაცხადა. მანამდე, მედიასაშუალება BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ჰამასმა” ისრაელთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რის გამოც ზავის ამოქმედება გადაიდო. "პროცესი გამოწვევების გარეშე არ მიმდინარეობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მძევლების პირველი ნაწილის გამოყვანა მოხერხდება და შემდეგ ჩვენი მიზანი ყველა მძევლის გათავისუფლებაა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რის გამოც ზავის ამოქმედება გადაიდო. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. ამასთან, გუშინ, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში დღეს, 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, დღეს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)