20:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 11:41:37, 578 ნახვა

საზოგადოება
SEDM-ის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს, ანგელ ტილვარს შეხვდა.  

თავდაცვის უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის  არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა.

"ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა. 

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტზე, რომელსაც 2022 წელს მოეწერა ხელი. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში რუმინული მხარის მონაწილეობაზეც იმსჯელეს. 

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედროების ჩართულობის საკითხებს. 
ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს.

მინისტერიალის მიზანია, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics