|
2023-11-22 14:48:17, 690 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის
მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ჰყავს "თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები და ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს". „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, პირველადი პროექტი მომზადებულია და ბოლო ეტაპზეა განხილვები. მის საფუძველზე საბოლოო სახით დამტკიცდება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას, დღეს ოლიგარქები არიან პოლიტიკაში და ალბათ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ანუ იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ მათ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, საქმე ექნებათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ არ უნდა გავყოლოდით პერსონალიზებულ მიდგომას, შემდეგ ეს გაიზიარა ევროკომისიამ და სწორედ ამის გამო ჩვენ აღარ მივიღეთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას და შემოგვთავაზეს, სისტემური მიდგომით წავსულიყავით წინ. ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 52 გვერდისგან შედგება და ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს. ამასთან, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს, EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაცია მაშინ იტყობინებოდა, რომ სხდომაზე კომისიის წევრებმა "საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე".
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)