|
2023-11-22 10:00:37, 1015 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი - მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა
მძევლების დაბრუნება მორალური და ეთიკური მოვალეობაა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. ჰერცოგის თქმით, ისრაელის სახელმწიფო, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა მძევლები სახლებში დააბრუნონ. "ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს მძევლების დაბრუნების შესახებ და ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად. ისრაელის სახელმწიფო, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ყველაფერს გააკეთებენ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად, პარალელურად კი, ისრაელის მოქალაქეების სრულ უსაფრთხოებას აღადგენენ", - განაცხადა ჰერცოგმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)