12:56 - 25 Jul, 2026
|
2023-11-21 22:31:09, 891 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი - შეთანხმების მიღწევა ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა
შეთანხმების მიღწევა ღაზაში "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე ძალიან ახლოსაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, მას არ სურს დეტალებზე საუბარი, იქამდე, სანამ მძევლები თავისუფლები არ იქნებიან. "ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. ჩვენ შეგვიძლია ამ მძევლების [ნაწილის] ძალიან მალე სახლში დაბრუნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასს“ მძევლად 230 ისრაელელი ჰყავს, მათ შორის ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)