12:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 16:48:30, 825 ნახვა

პოლიტიკა
მელია - სააკაშვილმა თქვა ერთი, ხაბეიშვილმა - მეორე

მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს.

მელიას თქმით, "ადგილი აქვს შეცდომაში გაჯიუტებას".

"არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები. აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ, რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, ის არ ესაუბრება ათი ათასობით თანამოაზრეს - ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად პარტიის წევრებს - მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, პოლიტიკური საბჭოდან არ ყრი ხალხს. როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია, აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე",- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს, 20 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესზე დისტანციურად ჩართვისას თქვა, რომ "გარიყული ადამიანების" პოლიტიკურ საბჭოში დაბრუნების პასუხისმგებლობას იღებს. 

პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, ნიკა მელია ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან გადაწყვეტილებას ენმ-ი მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics