|
2023-11-18 16:21:23, 1012 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, ნაწილობრივ მათი მხარდაჭერით ამირჩიეს - პრეზიდენტი
"ქართული ოცნება" დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, ნაწილობრივ მათი მხარდაჭერით ამირჩიეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე: უკვე ერთი თვე გავიდა, რაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თქვენი იმპიჩმენტი და ევროპაში ვიზიტებში დაგდოთ ბრალი. და რატომ იყავით თქვენ აქ? აქ იყავით, როგორც თქვენ ამბობთ, კერძო გარემოებაში, რათა წინ წაწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები. ამიხსენით, თქვენი მთავრობა, ფურცელზე მაინც და თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ასევე დატვიტა რამდენიმე დღის წინ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ, თქვა რა, რომ მოხარულია საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრით და მოხარულია, რომ საფრანგეთი საქართველოს მის ევროპულ გზაზე ეხმარება. რაიმეს ვერ ვხვდები მე? თქვენი მთავრობა არ გეთანხმებათ? საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: "ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, როდესაც ამირჩიეს, რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ. ჩემი არჩევა მაშინ ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ ასევე, ხალხის მხარდაჭერით მოხდა, რადგან მე ხალხმა ამირჩია, იმ ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ნამდვილად პროევროპელია, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, უკვე ოცდაათზე მეტი წელია, მუდამ პროევროპელი იყო და მე, როგორც ყოფილ ევროპელს, საქართველოს მომავალ ევროპელ ლიდერად მხედავს და საქართველოს ევროპაში მივუძღვი, რასაც ჩემი არჩევის დღიდან, ხუთი წელია მუდმივად ვაკეთებ. საგარეო პოლიტიკის მხრივ მე ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოვადგენ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რაც მე მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რათა გავაძლიერო ევროკავშირის კანდიდატობა, ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს ევროპული გზა. მაშასადამე, ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რაც გარკვეულწილად მოასწავლებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს, ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი, რასაც მე მივესალმები, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულწილად ჩაახშეს. მაგრამ, გადაწყვეტილების შემდეგ ისინი ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მიდიან, მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია. ასე რომ, თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)