|
2023-11-18 14:05:28, 965 ნახვა
მსოფლიო
IDF - ჩვენ არ მოგვითხოვია საავადმყოფოს ევაკუაცია, ეს ალ-შიფას დირექტორმა ითხოვა
ისრაელის თავდაცვის ძალებს ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება არ გაუცია, ეს საავადმყოფოს დირექტორმა მოითხოვა. აღნიშნულის შესახებ The Times Of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით წერს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უსაფრთხო მარშრუტი გახსნილია და მსურველებს საავადმყოფოს დატოვება შეუძლიათ. "დღეს დილით, IDF-მა დააკმაყოფილა ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის თხოვნა, რომ ღაზას მცხოვრებლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და ევაკუაცია სურთ, უსაფრთხო გზით დატოვონ საავადმყოფო. IDF-ს არ გაუცია ბრძანება პაციენტების ან სამედიცინო პერსონალის ევაკუაციის შესახებ, ფაქტობრივად შევთავაზეთ, რომ ევაკუაციაში დავეხმარებოდით... სამედიცინო პერსონალი დარჩება საავადმყოფოში იმ პაციენტების დასახმარებლად, რომლებსაც ევაკუაცია არ შეუძლიათ",- აცხადებენ IDF-ში. ცნობისთის მანამდე, France24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)