14:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 12:20:28, 683 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება

სამწუხაროდ, ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში, - ასე გამოეხმაურა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  Le Monde-სთან ინტერვიუს.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტს "ენა წინ გაურბის, გონება კი უკან რჩება". 

"სამწუხაროდ, ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში და ჩვენც იძულებული ვართ, როგორც არასრულწლოვანს დაჰყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ, ჩვენც ასე ვივლით, სანამ ეს ფუნქცია ფორმალურად ექნება ზურაბიშვილს და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს არის ნათქვამი იმ ე.წ. პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს დაიჭიროს სი ძინპინი...

როგორც ცნობილ ქართულ ფილმში არის - ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკოსს არავინ არ მიიღებს [ოპოზიციურ პარტიებში] სანამ ფუნქციები ექნება, მანამდე ჩვენ ვივლით და ვიტყვით, რომ არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან და რა ვქნათ ახალა, ფორმალურად ჯერჯერობით დარჩა პრეზიდენტად", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის".

პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics