|
2023-11-17 10:04:25, 651 ნახვა
მსოფლიო
IDF - ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ჰამასის“ გვირაბი აღმოვაჩინეთ [ვიდეო]
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოაჩინენილია ასევე მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. "ალ- შიფას ჰოსპიტალში IDF-ის ჯარებმა ოპერატიული გვირაბის შახტი და მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. ამასთან, როგორც The Times Of Israel-ი წერს, „ჰამასი“ აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ "ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის" გავრცელებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი. აღსანიშნავია ასევე, რომ 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)