|
2023-11-16 10:05:35, 814 ნახვა
პოლიტიკა
IRI - მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია. კითხვაზე, რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: რუსეთი - 77%; თურქეთი - 12%; აშშ - 9%; ირანი - 6%; ჩინეთი - 4%. სომხეთი - 4%; აზერბაიჯანი - 4%; უკრაინა - 3%. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 9%-მა. ამავე შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა. IRI-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)