|
2023-11-15 15:39:05, 727 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ცვლილება, რომელიც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურებას შეეხება, პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საკანონმდებლო ორგანოს წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო. კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ 2017-2018 წლებში გატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა კოეფიციენტი დაწესდა. მისივე თქმით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით ასევე დადგინდა ანაზღაურების კოეფიციენტები პარლამენტის წევრებისთვის, სადაც კოეფიციენტები 8-დან 10-მდე განისაზღვრა. „მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აღნიშნული წესით გაიცა, 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურებას ეს მიდგომა არ შეხებია და შედეგად, ბოლო 10 წელია, 2013 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა. რამაც გამოიწვია დისბალანსი პარლამენტის წევრების ანაზღაურებასა და არა მხოლოდ სხვა საჯარო დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირების ანაზღაურებას შორის, არამედ თავად პარლამენტის შიგნითაც - დღეს აპარატში, დაახლოებით, 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს",- თქვა პაპუაშვილმა და "დისბალანსის აღმოფხვრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით", პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას ანაზღაურების კონკრეტული ციფრები შესაბამისი კოეფიციენტებით შეიცვალა და წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი დადგინდა. „მსურს აღვნიშნო, რომ კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კანონით მაქსიმალური ზღვარი არის რვიდან ათამდე და ჩვენ შვიდიდან რვანახევარამდე ვაწესებთ და დაახლოებით 85%-ით ხდება კოეფიციენტების ზღვართან მიახლოება. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო და აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება არ შეეხება ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს და ის ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. აღსანიშნავია ასევე, რომ რეგლამენტის წარმოდგენილი ცვლილებები ერთჯერად ანაზღაურებასაც შეეხება, სადაც პარლამენტის წევრის ბუნებრივ ან თავდასხმის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)